გოგი თოფაძის განცხადებები

ტყემალაძე: თოფაძემ არა კოალიციაზე, არამედ ხიდაშელზე ისაუბრა

ტაბულა

დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არ ეთანხმება. პრემიერი ფიქრობს, რომ გოგი თოფაძის განცხადებები ჩირქს მთელ მთავრობას სცხებს.

"ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას. მან დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ", - თქვა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ტყემალაძემ.

გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

კომენტარები