გოგი თოფაძის განცხადებები

გოგი თოფაძე პრეზიდენტს ოთხ შენიშვნას აძლევს

Gogi Topadze
Tabula

კოალიცია ქართული ოცნების წევრი გოგი თოფაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ოთხ შენიშვნას აძლევს:

"1. ქართველი კაცის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და კარგი თვისება არის მადლიერება. თქვენ ვინც აგირჩიათ - კოალიციამ მოგეცით ხმა იმიტომ, რომ თქვენც იყავით ამ კოალიციის წევრი, ხშირად ესწრებოდით ჩვენს პოლიტსაბჭოებს და გაპრეზიდენტებიდან ერთი თვე არ იყო გასული, რომ გადახვედით ოპოზიციაში. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი რომ ყოფილიყო, თქვენ, ალბათ, ვერ გაიმარჯვებდით ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ მადლიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ;

2. არაერთხელ განაცხადეთ, რომ "არ ვაპირებ სასახლეში გადასვლას, რომლის შენახვაც ძალიან ბევრი მილიონი უჯდება სახელმწიფოს". პრეზიდენტი ხარ, ხალხის რჩეული ხარ და უნდა იფიქრო იმაზე, რას ლაპარაკობ. როცა მან განაცხადა, რომ მე არ შევალ იმ სასახლეში, არ უნდა შესულიყო, მით უფრო, მისი წარმომადგენლების თვალწინ კეთდებოდა ახალი ოფისი, რომელიც შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანაში მინახავს და არ უნდა დაეწყო ამაზე ლაპარაკი;

3. ძალიან არ მომეწონა და ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა იმან, რომ ერთი სახელმწიფოს ორი ხელმძღვანელი ძალიან ხშირად ვერ თანხმდებოდა - ვინ უნდა წასულიყო ამა თუ იმ ფორუმზე, ეს აქ უნდა გადაწყვეტილიყო. მას უნდა ახსოვდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია "ქართული ოცნების" და აქ უნდა მოელაპარაკათ და არა იქ, სადაც ყველამ დაინახა, რომ საქართველოში რაღაც არეულობაა. ეს მე მას დავაბრალე, რადგან მას უნდა გაეკეთებინა პირველი ნაბიჯები, რომ შეთანხმებულიყვნენ და არა კონფრონტაცია დაეწყოთ ქვეყნის საზიანოდ;

4. თოფაძემ ბოდიში განა პრეზიდენტს მოუხადა, მოუხადა იმ ხალხს, იმ ოჯახის წევრებს, იმ ავადმყოფებს, ვისაც შეეხო ჩემი განცხადება, მაგრამ უნდა გითხრათ, დებილი უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე დაუნობა. დაუნი ვთქვი მე, უნდა მეთქვა დებილი. ეს უფრო ნაკლები დაავადებაა, ვიდრე ის, რაც მე შემეშალა და დავასახელე", - თქვა თოფაძემ.

კომენტარები