აწარმოე საქართველოში

პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" შესწორებები შედის

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობას პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პროექტში შესწორებები შეაქვს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მცირე საწარმოების ინტერესების გათვალისწინებით, დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარი დაბლა დაიწევს.

"ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ. ეს იქნება 150 ათასი ლარი და 75 ათასი დოლარის ეკვივალენტი. ასევე, სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა გამოთქვა ეს მოსაზრებები იმისათვის, რომ გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა. საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები