ავტოსაგზაო მოძრაობა

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ზოგ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მთარგმნელის და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

"10:30-ზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება", - აცხადებს შსს.

ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები