ავტოსაგზაო მოძრაობა

მცხეთა-სტეფანწმინდისა და მლეთა-გუდაურის მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა - დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთა-სტეფანწმინდისა და მლეთა-გუდაურის გზებზე არსებული სიტუაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით შეეძლებათ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, მხოლოდ ცალმხრივად განხორციელდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად". - წერია განცხადებაში.

კომენტარები