ფალსიფიკაცია

ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სამართალდამცველებმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დაადენილია, რომ მეწარმეები - თეიმურაზ თავაძე, გიორგი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს.

სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები