მკვლელობა

ნუცუბიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

Getty Images

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1977 წელს დაბადებული ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები