რუსეთი-სირია

სირიაში ავიათავდასხმების შედეგად დროებითი ჰოსპიტალი განადგურდა

საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (International Aid Agency) ინფორმაციით, სირიაში ავიათავდასხმების შედეგად დროებითი ჰოსპიტალი დაინგრა. მისივე თქმით, დაღუპულია მინიმუმ ერთი პაციენტი, ჰოსპიტალის 9 თანამშრომელს კი ამ დრომდე ეძებენ. ჰოსპიტალის დანგრევის შესახებ ცნობას ადასტურებს MSF-ის წარმომადგენელიც.

ბრიტანეთში მდებარე ადამიანთა უფლებების სირიული ობსერვატორიის თქმით, დროებითი ჰოსპიტალი რუსული სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე იყო.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ მიუნხენში რუსეთი და მსოფლიოს სხვა ლიდერი სახელმწიფოები სირიაში სამხედრო მოქმედებების ლიმიტირებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები