ცენტრალური საარჩევნო კომისია

ხუსკივაძე: ფაქტობრივად ეს იყო დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმა ამოიღო

პირველი სიგნალი იყო ის, რომ შარშან ისნის ოლქში ფაქტობრივად არც ერთი ძველი თანამშრომელი არ დატოვეს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პროფესიული კავშირი შეგვექმნა, რომელიც დაიცავდა ჩვენს უფლებებს, მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებსაც მივწერეთ, რომ ცესკოში ეს მზადდებოდა. ჩვენი პირველი ინტერვიუ როგორც კი გავიდა პროფკავშირის სახელით, დაუყოვნებლივ ვიყავით დაბარებული მე და დიდუბის ოლქის თავმჯდომარე [ვინაიდან მოქმედები ვიყავით], დაუყოვნებლივ გამოგვიცხადეს დისციპლინარული სახდელი, შემდეგ ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრეთ ცესკოს გადაწყვეტილება და 21 იანვარს სასამართლომაც დაადასტურა თავის დასკვნაში, რომ ეს იყო ფაქტობრივად დევნა, დევნა იმ ადამიანების ვინც ხმამაღლა ამოიღო ხმა.

აღნიშნა საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე აკაკი ხუსკივაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები