ცენტრალური საარჩევნო კომისია

ხუსკივაძე: თუკი წინა არჩევნები უპრეცენდენტო იყო, რას ვერჩით იმათ ვინც ჩაატარა?

ეს პროცესი არ არის დღეს ან გუშინ გაჩენილი პრობლემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ჩვენ შარშან პირველი სიმპტომები მივიღეთ მაშინ, როდესაც რამდენიმე ოლქში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები დატოვეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიღმა. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი გაათავისუფლეს, ეს არ იქნება სწორი ინტერპრეტაცია, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისიები ირჩევიან 5 წლის ვადით. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამას გარკვეული პრეისტორია ჰქონდა, 10 წლის წინ, როდესაც საქართველოში შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისიები, რეალურად შეიქმნა ის პატარა ისტორია, რითიც დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციამ ფაქტიურად სუფთა ფურცლიდან და შემდგომში წინ და წინ ვითარდებოდა ყოველთვის. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ მათ საუკეთესო არჩევნები ჩაატარეს, თუკი 2012,2013,2014 წლების არჩევნები უპრეცენდენტო იყო - მაშინ რას ვერჩით იმ ადამიანებს, ვინც ეს არჩევნები ჩაატარა?

აღნიშნა საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე აკაკი ხუსკივაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები