მახსოვს ტენდენცია, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ - "კანონებზე ნუ ისაუბრებ, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ შენ კანონებზე შენი პოზიცია არ უნდა გამოთქვა. შენ უნდა იყო გასული იმ საკითხებზე რეაგირებიდან, რაც კანონებს შეეხება". მახსოვს საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ "რადგან პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფიგურა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს, მას რაღაც საკითხებზე კომენტირების უფლება არ აქვს". სულ ახლახან იყო ტენდენცია, რომ რადგან პრეზიდენტი მოსამართლე არ არის და მოსამართლეების საქმიანობა დაცულია კონსტიტუციით, თურმე პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაზეც ხმა არ უნდა ამოიღოს. არადა, კონსტიტუციურად პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. იყო ტენდენცია, რომ რამენაირად პრეზიდენტი გაეყვანათ რეალური პოლიტიკიდან და არ მეთქვა ჩემი პოზიცია. ასეთი ტენდენცია იყო, სამწუხაროდ. მსგავსი ტენდენცია აბსოლუტურ ალოგიკურობაშია ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან. მე ვხედავ, რომ ეს ტენდენცია არის გადალახული. მივესალმები და ვხედავ, რომ ბუნებრივ თანამშრომლობაში შევდივართ. მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდენცია.
tbl.ge/ke3
დაკოპირდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაესტროს ეთერში.
ამავე თემაზე
- პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა
- ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება - ხაზარაძე
- ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა – სია
- პრეზიდენტი: პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია
- წილოსანი პრეზიდენტობის კანდიდატზე: იქნება შერჩეული საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი




