პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი: ჩვენი ბუნება ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს

არა მხოლოდ გეოპოლიტიკური პროექტები, არამედ თვითონ ჩვენი ბუნება, ის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ხსნის ჩვენ წინაშე. პირველ რიგში, ეს არის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები, საქართველოს მართლაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია ამ თვალსაზრისით, უბრალოდ, უმნიშვნელოვანესია პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და ამ პოტენციალის ათვისება. მარტივად რომ ვისაუბროთ, სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად. იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა გადაიქცეს ბიზნესად, ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მიწის ბაზრის ეფექტური განვითარება. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები