მიგრანტთა კრიზისი

ევროპოლი: 10 000-ზე მეტი მიგრანტი ბავშვი დაკარგულია

Getty Images

ევროკავშირის პოლიცია ევროპოლის ცნობით, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ევროპაში ჩასული 10 000 მიგრანტი ბავშვი დაკარგულია. მათი აზრით, შესაძლოა, დაკარგული ბავშვების უმრავლესობა ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს.

ევროპოლის კადრების უფროსის ბრაიან დონალდის თქმით, ბავშვები ევროპულ ქვეყანაში დარეგისტრირების შემდეგ არიან გაუჩინარებული. მისივე მოსაზრებით, რთული სათქმელია, ყველა დაკარგული ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლად მოიაზრებოდეს.

"არ არის საფუძველს მოკლებული იმის თქმა, რომ ჩვენ 10 000-ზე მეტ ბავშვს ვეძებთ, თუმცა, ყველა მათგანი ტრეფიკინგის მსხვერპლი არ იქნება. ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით, ისინი სად არიან, რას აკეთებენ და ვისთან ერთად არიან", - აღნიშნა დონალდმა.

აღსანიშნავია, რომ Save the Children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა ოჯახის წევრების გარეშე.

ევროპოლის მონაცემებით კი, ევროპაში გასულ წელს ჩასული მიგრანტების 27 პროცენტი არასრულწლოვანი იყო.

კომენტარები