თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობას დატოვებს. როგორც ტაბულას თბილისის მერიის პრესამსახურმა განუცხადა, მერიაში მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი პირველელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავა.
თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუმცა მათი თქმით, ის აუცილებლად დარჩება მერიის სტრუქტურაში.





