მიგრანტთა კრიზისი

მიგრანტთა კრიზისი : გერმანია თავშესაფრის მთხოვნელთა შემცირებას აპირებს

BBC

გერმანიამ, რომელმაც შარშან 1.1 მილიონ მიგრანტს მისცა თავშესაფარი, ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის უსაფრთხო ქვეყნებში დამატების გეგმა წარადგინა. ამ გზით ქვეყანა მიგრანტების რაოდენობის ზრდის შეჩერებას ცდილობს. ეკონომიკის მინისტრის ზიგმარ გაბრიელის თქმით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები, სავარაუდოდ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

მაროკო უკვე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ გერმანიაში არალეგალურად მოხვედრილ მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

გერმანიის მმართველ კოალიციაში შეთანხმდნენ იმაზეც, რომ შეზღუდული თავშესაფრის სტატუსის მქონე მიგრანტები ორი წლის განმავლობაში ნათესავებს ვერ ჩამოიყვანენ. ასევე დაჩქარდება იმ ადამიანების დეპორტაცია, ვინც თავშესაფარი ვერ მიიღო.

მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას მხოლოდ გერმანია არ ცდილობს. შვედეთი აპირებს, ქვეყნიდან გააძევოს 80 ათასამდე მიგრანტი, რომლებმაც თავშესაფრის თხოვნაზე უარი მიიღეს.

კომენტარები