მიგრანტთა კრიზისი

მიგრანტთა კრიზისი: შვედეთმა შესაძლოა 80 000 ლტოლვილის დეპორტაცია მოახდინოს

Reuters

შვედეთი აპირებს, ქვეყნიდან გააძევოს 80 ათასამდე მიგრანტი, რომლებმაც თავშესაფრის თხოვნაზე უარი მიიღეს.

BBC-ის ინფორმაციით, შვედეთის შინაგან მინისტრმა ანდრეს იგენმა განაცხადა, რომ მათი დეპორტაცია ჩარტერული თვითმფრინავებით მოხდება, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა 15 წლის ლტოლვილის მიერ ახალგაზრდა ლტოლვილთა ცენტრის თანამშრომლის მკვლელობა. მომხდარის შემდეგ შვედეთის პოლიციამ მუშაობა ქუჩებშიც გაააქტიურა.

2015 წელს შვედეთში ევროპის მასშტაბით მიგრანტთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. უცხოური მედიის ცნობით, 163 000 ლტოლვილიდან დაახლოებით 55%-ის განცხადება თავშესაფრის თხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. მიგრანტთა რიცხვის შემცირება შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა.

კომენტარები