ლარის გაუფასურება

ბობოხიძე: ადეიშვილის "ხელის ბიჭებმა" ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მკურნალობაში, დარწმუნებული ვარ, თამაზ მეჭიაური გულისხმობდა, რომ ის არ დააპატიმრეს. მე კი მგონია, რომ უფრო სამკურნალოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი თვის წინ დაამტკიცეს მთავრობა, რომლის შემადგენლობაც ქვეყანას უკვე ოთხი წელია, მართავს. ადეიშვილის "ხელის ბიჭებმა" კი ქვეყანაში თავის დროზე შეინარჩუნეს სტაბილურობა, ხოლო ივანიშვილის "ხელის ბიჭებმა" რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა, ეს ჩანს თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე

ენმ-ის წევრი აკაკი ბობოხიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შესახებ.

კომენტარები