დიდთოვლობა

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სანტიმეტრს გადააჭარბა.

სააგენტოს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. 

"სპეციალისტების ინფორმაციით, 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა. არსებული სინოპტიკური ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი", - წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები