გორში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.





