რუსული ბაზარი

ევგენიძე: რუსული ბაზრის პოპულარიზაციის დრო დააკლდა ევროპასთან ვაჭრობას

რუსული ბაზრის პოპულარიზაციის მიმართულებით გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას. ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ იმ პირობებში, იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა მიზნებიც ჩვენს მეზობელ ქვეყანას ჩვენ მიმართ ამოძრავებს, რაღაც დიდი გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმების ჩამოყალიბება ამ მიმართულებით არასტაბილური და თავიდანვე განწირულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც რუსული ბაზრის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, დააკლდა იმ დროს, რომელიც უნდა დათმობოდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გნებავთ პოპულარიზაციას, გნებავთ, ცოდნის მიწოდებას, გნებავთ იმ შრომას, რომელიც აუცილებელია ამ ბაზარზე მოსახვედრად.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები