რუსული ბაზარი

კაპანაძე: რუსული ბაზრის გახსნით სიკეთის მიღება ილუზიაა

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის მოსაზრებით, რუსეთის მხრიდან ისევ ემბარგოზე საუბარი ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მისი ეკონომიკური ბაზარი სტაბილური არ არის.

"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი ეკონომიკაზე პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ არაფერი შეცვლილა. ამიტომ, ეს იყო ცრუ ილუზია, რომელიც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მოსახლეობას შეგვიქმნა. გვეუბნებოდნენ, თითქოს რუსეთის ბაზრის გახსნით რაღაც სიკეთეს მიიღებდა ქვეყანა, სინამდვილეში კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის არასანდო და ამ განცხადებებით ეს დასტურდება კიდევ ერთხელ", - თქვა კაპანაძემ.

ემბარგოს შესაძლო დაწესების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შესაბამის ინიციატივას რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მოამზადებს. კომიტეტის წევრ იან ზელინსკის თქმით, "საპასუხო ნაბიჯი" სანქციების დამწესებელ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც შეეხება. საქართველოს შემთხვევაში, საუბარი იქნება ღვინის და ბორჯომის აკრძალვაზე.

კომენტარები