ზვავი

გზების დეპარტამენტი: მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა

მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავი ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ღამე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დეპარტამენტის ცნობით, გუდაურამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა ერთ საათში აღდგება. 

ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ამასთან, თოვლისა და ლიპყინულის გამო, არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე თავისუფალია.

კომენტარები