ლარის გაუფასურება

ენმ ლარზე: ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით არის შემოფარგლული

garbonline.tv

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. როგორც ენმ-ის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, წინა წელთან შედარებით, 2015 წელს საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა. მათ შორის, ექსპორტი - 23 %-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი - 10 %-ით. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, სტატისტიკური მონაცემები ხელისუფლების მხრიდან საკითხის ზერელე დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

"მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნების მიმართულებით შემცირდა ექსპორტი - აზერბაიჯანში თითქმის განახევრებულია ექსპორტის რაოდენობა. ეს მნიშნველოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და აქედან მიღებული შემოსავალია შემცირებული. მთავარი ფაქტორი ის დაულაგებელი ურთიერთობაა მეზობლებთან, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 180 მილიონიდან 95 მილიონამდეა ჩამოსული. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას რეალური გეგმა, რომელიც შეაჩერებს, ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის ვარდნას, მეორეს მხრივ, წაახალისებს ეკონომიკას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს და აღნიშნული შედეგი მიიღოს ჩვენი მოსახლეობისთვის მიღებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნახევარი ნაბიჯებით, მხოლოდ წინადადებების განცხადებებით არის შემოფარგლული. რაც, ბუნებრივია, ეფექტს ნამდვილად ვერ მოიტანს," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.47-ია. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი, დოლარის ღირებულება 2.50-ს აჭარბებს.

კომენტარები