ლარის გაუფასურება

ლარმა გაუფასურების ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - ერთი დოლარი 2.47 ლარი ღირს

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

22 იანვარს ლარის არსებობის ისტორიაში გაუფასურების ახალი მინიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.47 ლარი ღირს. ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა, ეროვნულ ბანკს საკუთარი რეზერვებიდან $20 მილიონი დოლარი რომ არ გაეყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად ლარი დაახლოებით ერთი თეთრით გამყარდა. 

ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა, ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2.6766 ლარი ღირს. ლარის გაუფასურება რეგიონში გაუარესებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. 

ლარის არსებობის ისტორიაში წინა ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები