მედიის განვითარების ფონდი

MDF: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებს ყველაზე ხშირად GDS-ი ტოვებს

მედიის განვითარების ფონდის მესამე შუალედური ანგარიშის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს ყველაზე ხშირად ტელეკომპანია GDS-ი არ აშუქებდა. ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგის მე-3 ანგარიში 2015 წლის 1-31 დეკემბრის პერიოდს ასახავს.

"დეკემბერში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS - ი გამოიკვეთა. ტელეკომპანია უმეტესად ტოვებდა ისეთ თემებს, რომლებიც ასახავდა ოპოზიციის საქმიანობას, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულებას და კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს", - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების მხრივ, მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტელეკომპანია ტაბულას საინფორმაციო ბადეშიც.

"თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ფოკუსის შედარებით მოკლე ქრონომეტრაჟი და 25-31 დეკემბრის განმავლობაში გამოშვების ეთერში არგასვლის ფაქტი, რის გამოც, ტელეკომპანია კვლევას გამოეთიშა და, შესაბამისად, ამ დღეებში სხვა ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული მნიშვნელოვანი თემები მის მიერ გამოტოვებულად არ ითვლება. ტელეკომპანია რუსთავი 2, კვლევაში მონაწილე სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს", - წერს მედიის განვითარების ფონდი.

კომენტარები