დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2015 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 13.01%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკით, 2015 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 13.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა 2015 წლის 12 თვის მანძილზე ამ ტიპის დანაშაულის 747 ფაქტი აღწერეს, ხოლო 2014 წელს - 661.

უფრო კონკრეტულად, 5.6%-ით (+5 შემთხვევა) გაზრდილია განზრახ მკვლელობის შემთხვევები. ასევე, 2014 წელთან შედარებით, გასულ წელს 29 ფაქტით მეტი განზრახ მკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა.

გაზრდილია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. 2014 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 334 საქმეზე დაიწყეს გამოძიება, ხოლო 2015 წელს - 395-ზე.

კომენტარები