გაზპრომთან მომდევნო შეხვედრა ხვალ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება - ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა არჩევანში გააკეთა.
კალაძის თქმით, მოლაპარაკებების პროცესს არ დაესწრება გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.
"მომდევნო შეხვედრა გაიმართევა ხვალ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. მეც მივიღებ მონაწილეობას შეხვედრაში და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რაც ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი დარგისთვის მისაღები იქნება. შეხვედრას არ დაესწრება ბატონი მილერი, იქნება ქალბატონი ბურმისტროვა.
სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ჩვენგან და შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება", - განაცხადა კალაძემ.





