რაც უფრო მეტს ვუსმენ ხელისუფლებას და ივანიშვილის დაქირავებულ ექსპერტებს, მიღრმავდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, რომელიც ივანიშვილი-კალაძის ჯიბის გასქელებას უკავშირდება. როგორც ჩანს, კალაძეს კიდევ ბევრი ნაძვის ხე აქვს დოლარებით მოსართავი. მისი ცოლი ამბობს, რომ უყვარს კახის ნაძვის ხის დოლარებით მორთვა. კალაძე შეხვედრებზე ქურდულად დაიპარებოდა. ჩვენ რუსი ჟურნალისტებისგან გავიგეთ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო თემაზე ჩვენი მინისტრი ჩვენს ოკუპანტს ელაპარაკება, რომელსაც 20% აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული და გვახსოვს, რა დღეში ჩააგდო რუსეთზე დამოკიდებულებამ და კორუფციამ, ორივე თემის კომბინაციამ ქართული ენერგო სექტორი. ჩვენ ვნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების კასკადი, რატომ უნდა აკეთებდეს ამას ადამიანი, თუ რაღაცას არ იტყუება და საქმე ძალიან ცუდად არ არის? ის, რომ ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს აზარალებს, თვითონ რომ გამდიდრდეს, ახალი არ არის. ქართველი ხალხის დაზარალებული ინტერესები ძალიან კარგად ვნახეთ საყდრისში. ვნახეთ გაღარიბებული მოქალაქეები მაშინ, როდესაც ბანკი ქართუს მოგება 2015 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში 17,5-ჯერ გაიზარდა. ანუ კაცი მდიდრდება, როდესაც ჩვენ ვღარიბდებით. ახლა აგერ ციხისძირში ხეებს თხრის და სახლში მიაქვს. ადამიანი გადასულია იმაზე, ხელში ჩაიგდოს საწარმო, რომელშიც თავის დროზე გააკეთა ინვესტიცია, აჭამა ინტელიგენციას, აჭამა და ახლაც აჭმევს იმ ექსპერტებს, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებათ. ენერგეტიკის სამინისტროში ვრეკავდით გუშინ, მე მქონდა ამაზე გადაცემა და სამინისტროს წარმომადგენელი გვინდოდა, რომ კითხვებზე პასუხები გაეცათ, გამწარებულები გვთავაზობდნენ ლევან კალანდაძეს და ლიანა ჯერვალიძეს. ვეუბნებოდით, თანამშრომელი გვინდა თქვენი, საჯარო მოხელე, არ გვინდა ექსპერტი, რატომ უნდა გვთავაზობდნენ ენერგეტიკის სამინისტრო მათ, ხომ არ იცით? მაყურებელმა განსაჯოს, როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელს ვითხოვ ეთერში, მთავაზობენ ექსპერტებს, რომლებიც თავს დამოუკიდებლად ასაღებენ.
გაზპრომთან მოლაპარაკებები
ჩერგოლეიშვილი: ეტყობა, კალაძეს კიდევ ბევრი ნაძვის ხე აქვს დოლარებით მოსართავი
tbl.ge/bu7
დაკოპირდა

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა




