ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ქვეყნის მთავარ გამოწვევას აქვს სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ ერთ მთავარ გამოწვევას აქვს სახელი და გვარი და ეს გამოწვევა არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველას გვესმის, საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას, უდიდეს უმრავლესობას. გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება, რომელსაც სურს, რომ უსასრულოდ მართოს ქვეყანა ხალხის მანდატს გარეშე და რომელსაც სურს, რომ კონსტიტუცია და ხალხი ემსახურებოდეს მას. ეს არის შეცვლელი ყველა შემთხვევაში, მაგრამ ეს შეცვლა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მშვიდობიანად და, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ჩარჩოებში, ეს არის ჩვენი ამოცანა. და, რა თქმა უნდა, ამ ცვლილების შემდეგ, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი - რაც დაანგრია ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა, და რაც არ იყო გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ რეალურად, ეს სამი წელიწადია, ვიხევთ უკან, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოიყენებს აუცილებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრის - "დემოკრატიის ძიებაში" - დასრულების შემდეგ.

კომენტარები