ლარის გაუფასურება

ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა, 1 დოლარი 2.428 ლარი ღირს

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4280 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4280 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4250 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა. 

ლარის გაუფასურება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 2015 წლის 21 სექტემბერს კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები