ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

კლინტონი: პუტინი იმდენს მიითვისებს, რამდენსაც შეძლებს, სანამ არ შეაჩერებენ

ჰილარი კლინტონი

ამერიკაში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის მორიგი ტელედებატები გაიმართა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ჰილარი კლინტონი რუსეთთან ურთიერთობის თემასაც შეეხო. მან ვლადიმირ პუტინი ჩხუბისთავს შეადარა.

"ბევრი ჩხუბისთავის მსგავსად, პუტინი ის ადამიანია, რომელიც იმდენს მიითვისებს, რამდენსაც შეძლებს მანამ, სანამ წინააღმდეგობას არ გაუწევენ", - აღნიშნა კლინტონმა.

კლინტონმა ბარაკ ობამას ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებაც დაიცვა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სწორი იყო. მისივე თქმით, ურთიერთობის გადატვირთვა მომავალში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოუტანს ეს ქვეყანას.

კომენტარები