გაზპრომთან მოლაპარაკებები

პეტრიაშვილი: არ არსებობს აუცილებლობა გაზპრომთან ახალი ურთიერთობების დაწყების

თავისუფალი დემოკრატები ვითხოვთ კახი კალაძესთან შეხვედრას. ნიშანდობლივია როგორც მინისტრის ისე მთავრობის წარმომადგენლების პოზიციები თვიდან თვემდე, ყოველდღიურად იცვლებოდა. თემები იყო ძალიან განსხვავებული - ჯერ დივერსიფიკაცია, მერე ტრანზიტი, მერე კომერციული გაზის შესყიდვა გახდა თემა, მერე დეფიციტი, მერე აზერბაიჯანს არ აღმოაჩნდა საკმარისი გაზი, შემდეგ ტექნიკური პრობლემები იყო. გაზპრომს არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, ის კარგავს ბაზრებს, საერთაშორისო ბაზრებს, კარგავს სანდო პარტნიორის იმიჯს, მას ახალი ბაზრები სჭირდება.  არავითარი აუცილებლობა არ არსებობს გაზპრომთან ახალი, დიდი მოცულობითი ურთიერთობების დაწყების. ამ ყველაფერმა უკვე იმოქმედა აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მცდელობა აზერბაიჯანს ჭკუა ასწავლოს. ეს წამგებიანია. ათწლეულები დაჭირდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების აწყობას. საქართველო დარჩება წაგებული. 

ალექსი პეტრიაშვილი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ.

კომენტარები