Netflix

Netflix საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

netflix.com

Netflix საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, ამის შესახებ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე CES 2016-ზე გახდა ცნობილი. Netflix-საქართველოსთან ერთად კიდევ 129 ქვეყნის ბაზარზე შევიდა. კომპანიის გადაწყვეტილება გასულიყო საერთაშორისო ბაზარზე მომენტალურად აისახა მისი აქციების ფასზე, რომელიც ერთ დღეში 10%-ით გაიზარდა.

Netflix-ის სერვისი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ხელმისაწვდომია, მისი შეძენა შესაძლებელია Paypal-ის ანგარიშითა და პლასტიკური ბარათით. საწყისი პაკეტის ღირებულებაა თვეში €7.99, რაც დაახლოებით 20 ლარია. საწყისი პაკეტის მფლობელებს, სტანდარტული გარჩევადობის ვიდეო-სტიმინგი შეეძლებათ. ასევე არსებობს სტანდარტული პაკეტი, რომელიც €9.99 ღირს, მის მფლობელებს HD ხარისხის ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა აქვთ. Netflix-ს €11.99-ად ასევე პრემიუმ პაკეტიც აქვს, რომლის მეშვეობით 4K რეზოლუციის ვიდეოების სტრიმინგია შესაძლებელი. Netflix მომხმარებლებს უფასო ერთ თვიან საცდელ პერიოდსაც სთავაზობს. 

House of Cards

2011 წლიდან Netflix საკუთარ პროგრამებსაც ქმნის. ამ სიაშია House of CardsOrange Is the New Black, Narcos და სხვა პროგრამები. Netflix-ის ბიბლიოთეკა ამ დროისთვის მოიცავს 40 ათასზე მეტი დასახელების ფილმსა და შოუს. 

ქვეყნების რუკა, რომლებშიც Netflix 2016 წლის 7 იანვრისთვის აწარმოებს სტრიმინგს. Netflix-ის სერვისი ხელმისაწვდომი არაა ჩრდილოეთ კოერაში, ჩინეთსა და სირიაში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.


ფოტო: wikimedia.org

კომენტარები