გორის რაიონში, სოფელ ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავთან ახლოს, რუსმა მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. საბა სეხნიაშვილი და ლაშა გლურჯიძე სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყვნენ წასულები. ინტრეპრესნიუსის ცნობით, საბა სეხნიაშვილი ე.წ. მესაზღვრეებს გამოექცა, ხოლო ლაშა გლურჯიძე ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის განცხადებით, სამების ეკლესია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. შესაბამისად, ახალგაზრდებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ამ ტერიტორიაზე ბერშუეთელები ხშირად გადაადგილდებიან. დავით ცერცვაძის განცხადებით, საქმის კურსშია ჩაყენებული როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
საოკუპაციო ხაზი
რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონიდან ერთი პირი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge




