ჩინეთი

ჩინური ბირჟების ვარდნის გამო მთავრობამ ვაჭრობა შეაჩერა

Getty Images

4 იანვარი ჩინური ბირჟებისთვის გასული 4 თვის მანძილზე ყველაზე მძიმე დღე იყო. ორშაბათს შანგჰაის ინდექსის 7%-იანი, შენჟენის ინდექსის კი 8%-იანი ვარდნის გამო ჩინეთის მთავრობამ ვაჭრობა დროებით შეაჩერა. ბირჟების ვარდნის მიზეზი წარმოების ინდექსის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გასული ექვსი წლის მინიმუმზე 48-მდე შემცირდა.

ორშაბათს ბირჟები სხვა აზიურ ბაზრებზეც შემცირდა, იაპონიის მთავარი ინდექსი Nikkei 225 დღეს 3.1%-ით შემცირდა, ჰენგ სენის ინდექსი კი 2.7%-ით შემცირდა.
საერთაშორისო ბაზარზე არასტაბილურობა საუდის არაბეთის მიერ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც უკავშირდება. სპარსეთის ყურის ორ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანას შორის კონფლიქტის რისკი ნავთობის ფასების ზრდის შესაძლებლობას ზრდის.

ევროპულ ბაზარზეც ვაჭრობა ვარდნით დაიწყო, გერმანული Dax-ის ინდექსი 3.2%-ით შემცირდა. ფრანგული CAC 40 2.5%-ით შემცირდა, ლონდონის მთავარი საფონდო ინდექსი FTSE 100 კი 2%-ით შემცირდა.

კომენტარები