გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: არასამთავრობო სექტორიდან ტენდენციური განცხადებები კეთდებოდა

იყო მართლაც ძალიან ტენდენციური განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარსულში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ არასამთავრობოების როლს ქვეყნის განვითარების საქმეში. ორი დღის განმავლობაში თქვენ არაერთი განცხადება მოისმინეთ ჩემი მხრიდან გამჭვირვალობის, თანამშრომლობისთვის მზაობის თვალსაზრისით. ყველაფერი ამის ამის მერე მე არ ვარ მოვალე დამატებითი კომენტარები გავაკეთო, თუმცა არასამთავრობო სექტორსაც მინდა ვთხოვო მეტი ობიექტურობით, რეალური ინფორმაციისადმი მეტი სიღრმისუელი წვდომით ჩაერთოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


აღნიშნა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე

კომენტარები