ტურიზმი

კვირიკაშვილი: სოფლად მაცხოვრებლები გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს მიიღებენ

ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლად მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში და ამ მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ, შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად, რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სოფლად მაცხოვრებელმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა ტურისტების წლის განმავლობაში. და ამ მხრივ ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებსაც, რათა ეს შედეგი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას მიღწეული.

პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე.

კომენტარები