რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.





