სამთავრობო ცვლილებები

ხატიაშვილი: ახალ მინისტრთა კაბინეტში წულუკიანი აღარ უნდა იყოს

ტაბულა
ადვოკატთა აოსციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს. ხატიაშვილი ლევან მურუსიძის სააპელაცო სასამართლოში გამწესების გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
 

"ხელისუფლება დაინახავს რომ არ დავუშვებთ მურუსიძეებს. იუსტიციის მინისტრად თუ წულუკიანი დაინიშნება ეს სასამართლო სისტემას დაასამარებს. წულუკიანი სავარაუდოდ გარეული იყო იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში,"-  ამბობს ზაზა ხატიაშვილი

ხატიაშვილი მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესო აქციების დაწყებას გეგმავს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ სამი არამოსამართლე წევრისთვისაც. სამოქალაქო სექტორი ოპოზიციასთან ერთად ლევან მურუსიძის არჩევაში არსებულ ზეწოლაზეც საუბრობს და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რათა ხელისუფლებამ სასამართლზე კონტროლი შეძლოს.

პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი მოქმედი მინისტრები და მათ შორის თეა წულუკიანი თანამდებობებს შეინარჩუნებენ. კვირიკაშვილი მინისტრთა დამტკიცების შემდეგ ახალ სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

კომენტარები