მინისტრთა კაბინეტი

ბოკერია: კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის მინისტრებს უკეთ გაიცნობს, აბსურდულია

კვირიკაშვილიც ივანიშვილის აბსურდის თეატრს აგრძელებს. მან ახლახანს თქვა, რომ პრემიერად დამტკიცების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის უკეთ გაცნობას გეგმავს, ანუ ახლა მან ხადური უნდა გაიცნოს უკეთ? სამი წელია ერთად მუშაობენ ზუსტად ეკონომიკურ მიმართულებაში და ის ამ პოლიტიკური გუნდის წევრი იყო და ახლა უნდა გაიცნოს მან მინისტრები? თუ პრემიერი რომ გახდები სხვანაირად გაიცნობ ამ ხალხს თუ რა ვთქვათ, თანაც ის იყო ვიცეპრემიერი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა.

გიგა ბოკერია, პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომ ის მინისტრთა კაბინეტის უფრო უკეთ და სიღრმისეულად გაცნობას გეგმავს.

კომენტარები