ღარიბაშვილის გადადგომა

უსუფაშვილი: პრემიერები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე, ტრადიცია გაგრძელდება

მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ როდის და რა მომენტში მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ჩვენს შემთხვევაში, ქართული ოცნების პირველმა პრემიერმინისტრმა ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობა და მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეცა თავისი გუნდის სხვა წევრებისთვის ასპარეზი და ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება, რომ ჩვენ პრემიერები, სპიკერები, პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე, ჩვენ გვჭირდება მანამ, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ საქამის კეთება... ბატონი კვირიკაშვილი არის ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი. ბატონი სერგეენკო არის წარმატებული მინისტრი და ჯანდაცვის სფეროში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა და წარმატება. ბახტაძე, რკინიგზა არის წარმატებული კომპანია, რომელსაც სერიოზული მიღწევები აქვს საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნითაც, ქუმსიშვილმა სადაც იმოღვაწა ძალიან კარგი კვალი დატოვა. შეგვიძლია გავაგრძელოთ, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს გუნდში.

კომენტარები