ლარის გაუფასურება

ლარი გასული სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა

wikimedia.org

ლარი დღეს გასული სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.4107 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0074 თეთრით გაუარესებული მაჩვენებელია. ევროსთან მიმართებით კი კურსმა 0.64 თეთრიანი ცვლილება განიცადა. ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.6342 ლარი იქნება. 

უცნობია თუ რამ გამოიწვია კურსის მერყეობა და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების მიერ სავალუტო ბაზარზე გამოწვეულ მოლოდინების ცვლილებას. ლარის გაუფასურება ასევე შესაძლოა აზერბაიჯანული მანათის თითქმის 50%-იან გაუფასურებას უკავშირდებოდეს, რის გამოც რეგიონში ეკონომიკური ზრდის მოლოდინები კიდევ უფრო გაუარესდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ელოდება. 

კომენტარები