ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, ხოლო 14%-ის შეხედულებებთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კვლევაში მონაწილეთა 9% კითხვაზე - "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს", ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გაერთიანებას ასახელებს, 8%-მა არ იცის. ხოლო 6% პასუხზე უარს აცხადებს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





