მე მინდა, ვთქვა, რომ გაწევრიანება და [ევროპასთან] უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ვფიქრობთ არამარტო იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა ჩვენ, არამედ იმაზეც - რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის და სხვა ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ დიდ საქმეში.
tbl.ge/mav
დაკოპირდა

პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




