თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. ძალიან კარგად მახსოვს, გასულ წელს, მაშინ როცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი, ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაუროს და ბევრი კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩვენი მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.
tbl.ge/t75
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს მიმართა. ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. პატრიარქის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის გუშინდელი ანგარიში დიდი მიღწევა და ზეიმია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ეკლესიისთვის.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




