ვიზალიბერალიზაცია

ევროკომისია ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს

europa.eu

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მიაღწია ყველა საჭირო პროგრესს და გაატარა ყველა მოთხოვნილი რეფორმა, რათა ეფექტურად მიეღწია დარჩენილ სტანდარტებამდე.

"საკანონმდებლო ან პოლიტიკური ჩარჩო, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები და ოთხივე ბლოკის განმავლობაში არსებული ყველა პროცედურის იმპლემენტაცია შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ შეფასებაზე და 2012 წლის ივნისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწყების შემდეგ ხანგრძლივი მონტორინგისა და ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს, რომლებიც გათვალისწინებული იყო ვიზა-ლიბერალიზაციის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ურთიერთობების გათვალისწინებით, 2016 წლის დასაწყისში კომისია წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას რეგულაციაში ( EC) No 539/2001) ცვლილებების შესატანად. კომისია გააგრძელებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ოთხ ბლოკში გათვალისწინებული ნიშნულების იმპლემენტაციის მონიტორინგს არსებული ასოცირების სტრუქტურებისა და დიალოგის მეშვებოთ და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მიზნისთვის შექმნილი შესრულების კონტროლის მექანიზით - წერია ანგარიშში.

კომენტარები