ლევან ვასაძე

ვასაძე: შექმენით კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მედიას და NGO-ებს

მივმართავ ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ და არაფორმალურ საჭეთმპყრობელებს - სასწრაფოდ მიიღეთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები და შექმენით საზოგადოებრივი კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მასმედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას საქართველოში, რომელიც მკაცრად დასჯის და მოღვაწეობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფის შემთხვევაში. წარმოადგინეთ წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა. მიეცით კანონიერ პასუხისგებაში კანონის დამრღვევი წინა რეჟიმის მტარვალი იდეოლოგები, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლად ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და საჯაროდ დასცინიან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები