ორშაბათს, 21 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC - საქართველო მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლეს შედეგებს წარუდგენენ. გამოკითხვა შეეხება საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო რუმს ჰოტელში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





