სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2015 წლის 2 სექტემბრიდან ძებნილი, 1985 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ლუიზა ფ-ს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ კ-ს ერთწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-120-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია,
დაკავებული უკვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში.





