რუსეთი-უკრაინა

პუტინმა უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნა პირველად დაადასტურა

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უკრაინაზეც ისაუბრა და უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნა პირველად დაადასტურა.

"ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ იქ არ არიან ადამიანები, რომლებიც სამხედრო სფეროში გარკვეული საკითხების გადაწყვეტით არიან დაკავებულები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რეგულარული რუსული ჯარები იმყოფებიან. დაინახეთ სხვაობა", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას კი, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს, თუმცა კიევი შეღავათებით ვეღარ ისარგებლებს. გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით.

კომენტარები